25 თებერვალი 2021,   20:05
ვრცლად
თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაცია Pfizer-ით დაიწყება და შესაძლოა AstraZeneca-თი გაგრძელდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი "ფაიზერით" დაიწყება და შემდეგ, შესაძლოა, ქვეყანამ "კოვაქსის" პლატფორმიდან  "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებით შემოთავაზება მიიღოს.

ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ განაცხადა, ქვეყანას აქვს როგორც მარეგულირებელი მზაობა, ასევე ტექნიკური მზაობა ვაქცინაციის დასაწყებად.

"დღეს იყო ბოლო ვადა ინტერესის დადასურტების, რომ ქვეყანას შეუძლია, ხვალვე რომ იყოს შესაძლებელი, დაიწყოს ვაქცინაცია "ფაიზერის" ვაქცინით. ეს კონკრეტული წერილი "კოვაქსის" პლატფორმაში შეეხება "ფაიზერის" ვაქცინით იმუნიზაციის დაწყებას პირველ კვარტალში, თუმცა, ასევე არ გამოვრიცხავთ იმას, რომ შესაძლოა, მსგავსი ინტერესი და შემოთავაზება "კოვაქსის" პლატფორმიდან მივიღოთ პირველ კვარტალშივე "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით. ქვეყანას აქვს როგორც მარეგულირებელი მზაობა, ასევე ტექნიკური მზაობა ვაქცინაციის დასაწყებად," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები