28 თებერვალი 2021,   01:18
ვრცლად
პანკისში მომხდარ მკვლელობაში მხილებულ პირს პოლიცია უკვე მეორე დღეა უშედეგოდ ეძებს

უკვე მეორე დღეა, პოლიცია პანკისში მომხდარ მკვლელობაში მხილებულ პირს უშედეგოდ ეძებს.​ ხიზირ გაურგაშვილი, რომელმაც იბრაჰიმ ქავთარაშვილს სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენა, შემთხვევის ადგილიდან ისე მიიმალა, რომ მის კვალზე ადგილობრივი პოლიცია ვერ გადის.

სოფელ დუისში ჩადენილი დანაშაულის მიზეზი ნათესავებს შორის წარსულში დაწყებული უთანხმოებაა. მოკლულს ცივი იარაღით 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მოკლულსა და სავარაუდო დამნაშავეს შორის წარსულში უთანხმოება არ მომხდარა და კონფლიქტის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ. ამბობენ, რომ ისინი მეგობრები იყვნენ.

რაც შეეხება ქისტური წესით სისხლის აღებას, ამ ეტაპზე ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ ეს არ განიხილება და აუცილებელია ამ პრობლემის მშვიდობიანად მოგვარება და მხარეების შერიგება.

"ერთი დამნაშავე კი არ არის აქ, აქ იჭყლიტება მთელი გვარი. ის ერთი თუ დამნაშავეა, ბევრი უდანაშაულოა. ის არის უბედურება, რომ არაფერში დამნაშავე რომ არაა იმაზე ტყდება ხანდახან ჯოხი. ამიტომ ეცდებიან, ალბათ, რომ ცოტა ხნის შემდეგ მოხდეს შერიგება," - აცხადებს ადგილობრივი.

დღის ამბები