28 თებერვალი 2021,   01:16
ვრცლად
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. არსებული 39 საჯარო და 2 კერძო სკოლიდან ბავშვები 31 სკოლაში დაბრუნდნენ.

სკოლების დირექტორების განცხადებით, სკოლაში ყველა რეგულაცია მოქმედებს, ასრულებენ წესებს და ბავშვების უსაფრთხოება დაცულია.

დღეიდან საქართველოს სკოლების ნაწილში სწავლა განახლდა, თუმცა ბევრ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში - მათ შორის, ქუთაისსა და ზესტაფონში სწავლა ისევ ონლაინაა.

დღის ამბები