28 თებერვალი 2021,   01:35
ვრცლად
110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე ჩატარდა  4964 კვლევა ტესტით, მათ შორის 2930 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2034 PCR ტესტით.

ქვეყანაში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დრომდე დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რაოდენობა კი 247 915-ს აღწევს. 

COVID-19​-ისგან კიდევ 1643 პირი განიკურნა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  234 636-მდე.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 2958 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები