25 თებერვალი 2021,   20:00
ვრცლად
ალექსეი ნავალნი მოსკოვში დაბრუნდა

ალექსეი ნავალნი სამშობლოში დაბრუნდა. მისი თვითმფრინავი "ვნუკოვოს" აეროპორტის ნაცვლად "შერემეტიევოს" აეროპორტში დაჯდა. ინფორმაცია "ვნუკოვოს" აეროპორტის ხელმძღვანელობა ავრცელებს.

გადაწყვეტილების სავარაუდო მიზეზი "ვნუკოვოს" აეროპორტში ნავალნის მხარდამჭერების მობილიზებაა, რომელთაც პოლიცია დრო და დრო აკავებს. დაკავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლებიც, ნავალნის "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" თანამშრომლები, ლიუბოვ სობოლი და რუსლან შავედინოვი, ასევე კოლონიიდან ახლახან გათავისუფლებული, ყოფილი პოლიტპატიმარი კონსტანტინ კოტოვი. მედიის ინფორმაციით დაკავებულია ოპოზიციონერის ძმა ოლეგ ნავალნიც.

ადგილზე უპრეცენდენტოდ არის უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული.

44 წლის ნავალნი აგვისტოში ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" მოწამლეს. თავდაპირველად ის ომსკის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ორი დღის შემდეგ, ოჯახის მოთხოვნით, გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს კრემლი.

დღის ამბები