15 აპრილი 2021,   04:03
ვრცლად
NATO-ს გენერალური მდივანი სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. ინფორმაციას ნატო-ს პრესსპიკერი ოანა ლუნგესკუ twitter ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრა 22 იანვარს, ნატო-ს შტაბბინაში გაიმართება.

შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელიც, თბილისის დროით, 16:15 საათზე (ბრიუსელის დროით 13:15 საათზე) დაიწყება.

დღის ამბები