15 აპრილი 2021,   03:23
ვრცლად
აშშ 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადება - ჯო ბაიდენმა 2 ტრილიონამდე დოლარის ღირებულების ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარადგინა

ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე 5 დღე რჩება. თეთრი სახლის თანამშრომლები უკვე თავის კაბინეტებს ცლიან. ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაციის თანამშრომლებს საკუთარი ნივთები სატვირთო ავტომობილებით გადააქვთ.

ამ ფონზე, ჯო ბაიდენმა თითქმის 2 ტრილიონი დოლარის ღირებულების ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარადგინა. აღნიშნული პაკეტი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული ამერიკის ეკონომიკის გადარჩენისთვის არის განსაზღვრული. ქვეყნის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება. ცნობილია, რომ ღონისძიებას დონალდ ტრამპი არ დაესწრება.

დღის ამბები