15 აპრილი 2021,   03:48
ვრცლად
პირველ თებერვლამდე არსებული შეზღუდვები უნდა გავახანგრძლივოთ - პრემიერი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია, შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გაგრძელდეს.

"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აბსოლუტურ ციფრებში საქართველოსთვის დღეს, დაახლოებით, დღეში 1500 ინფიცირებული საკმაოდ მაღალი ციფრია. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი, ჩვენ მაინც უნდა მივიღოთ დღეს გადაწყვეტილება და პირველ თებერვლამდე, არსებული შეზღუდვები გავახანგრძლივოთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვხედავთ, რა ხდება ევროპაში, მძიმდება მდგომარეობა, შეზღუდვები სულ უფრო მკაცრდება, თუმცა ჩვენ პირველ თებერვლამდე გავაგრძელებთ იმ შეზღუდვებს, რომელიც დღეს მოქმედებს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გარდა ამისა, პრემიერმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომ სწრაფად და ეფექტურად დაიწყოს ეკონომიკის გახსნის პროცესი. 

პრემიერის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში წარმოადგენს ამ გეგმას.

დღის ამბები