15 აპრილი 2021,   03:56
ვრცლად
"ნინოს ვთხოვე და შევთანხმდით იმაზე, რომ იგი რუსი ბალერინაა" – ვლადიმერ კეხმანი

ნოვოსიბირსკის თეატრის სამხატრო ხელმძღვანელის ვლადიმერ კეხმანის თქმით, ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი შეთანხმების დარღვევა და ინტერვიუს მიცემა გახდა. როგოც სამხატვრო ხელმძღვანელი აღნიშნავს, არსებობს გარკვეული ტრადიცია და გარკვეული შეთანხმება – და როგორც თეატრში მომუშავე ადამიანს, უნდა სცოდნოდა, თუ როგორ ხდება მსგავსი დანიშვნები :

"ნინომ ეს შეთანხმება დაარღვია და ინტერვიუ მისცა. მე თეატრის დასი ახალ წლამდე გავაფრთხილე, რომ მათ ახალი ხელმძღვანელი ეყოლებოდათ, ისინი საქმის კურსში იყვნენ… მაგრამ მე მისი  ვინაობა არ გამიმხელია. სამწუხაროდ, უსიამოვნო ისტორიააა," - აღნიშნა კეხმანმა.

მისი თქმით, ანანიაშვილი ერთი წლის წინ გაიცნო. 

"მე იგი თითქმის ერთი წლის წინ მახარ ვაზიევმა [მოსკოვის დიდი თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელმა] გამაცნო. შარშან თებერვალში თბილისში ჩვენ სპეციალურად ერთად ჩავფრინდით მისი გაცნობის მიზნით. გავითვალისწინე რა ყველა რისკი, მე ნინოს ვთხოვე და შევთანხმდით იმაზე, რომ (ეს ჩემთვის პრინციპული მომენტია) იგი რუსი ბალერინაა. მან დიდხანს იფიქრა. ბოლოს ჩვენ, ფაქტობრივად, მოვილაპარაკეთ და მან დოკუმენტებს ხელი მოაწერა. ნინო ანანიაშვილი შარშან დეკემბრის ბოლოს ნოვოსიბირსკში ჩამოფრინდა, დაათვალიერა თეატრი, რომელმაც მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა. შემდეგ იგი ჩემთან, სანკტ-პეტერბურგშიც ჩამოვიდა და ჩვენ, საბოლოოდ,ყოველი ნაბიჯი განვიხილეთ. მისი მხრიდან არცერთი უზუსტობა არ ყოფილა. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ მასთან ისეთი დოკუმენტი არ გაგვიფორმებია, რომლებსაც ჩვეულებრივ, ყველასთან ვაფორმებთ ხოლმე – შემოქმედებით ადამიანებთან, რომლებშიც ჩაწერილია, რომ ყოველნაირი პიარი და აქტიურობა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ან გენერალურ დირექტორთან უნდა შეთანხმდეს.

თუმცა მაინც მოხდა ის, რაც მოხდა – მხედველობაში მაქვს ინტერვიუ, რომელიც მან შობის წინ მისცა (ეს ნინოსაგან ერთგვარი საშობაო საჩუქარი აღმოჩნდა). ასეთი ნაბიჯი, პირველ რიგში, კოლექტივის უპატივცემულობაა. მეორე მომენტი: აღნიშნულ ინტერვიუში მის მოტივაციად, თუ რატომ მიდის ნოვოსიბირკში სამუშაოდ, სულ სხვა რამ იყო დასახელებული, ვიდრე ის, რაზედაც ჩვენ შევთანხმდით. ჩვენ სხვანაირად ვისაუბრეთ. არსებობს ასეთი გამოთქმა „ჯერ დაჯექი, ფეხზე დგომით ვერაფერს მიაღწევო“ და ეს მართლაც ასეა, ჩვენს შემთხვევას სრულებით შეესაბამება. იცით, ასე მუშაობის დაწყება არ შეიძლება: მცირე ტყუილი დიდ სიცრუეს ბადებს. ასეთ სიტუაციაში, პირადად მე, მუშაობა არ შემიძლია. ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ადამიანური თვისებები, ხოლო შემდეგ, მეორე რიგში – პროფესიული.“- ამბობს კეხმანი ინტერვიუში.

დღის ამბები