18 იანვარი 2021,   15:08
ვრცლად
სოფელ ბუკნარში სიტუაცია შედარებით განიმუხტა - რელიგიის გამო დაპირისპირებული ადამიანები კონსესუსამდე მივიდნენ

ერთი სოფლის ორი აღმსარებლობა და დაპირისპირება რელიგიური ნიადაგზე. გურიის სოფელ ბუკნარში სიტუაცია შედარებით განიმუხტა. რამდენიმე საათის წინ მხარეებმა გუბერნიიის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც აუდიენცია გაიმართა.

მედიასთან პირველი კომენტარი მერმა გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ მხარეებმა იდებატეს გაცვალეს აზრები და კონსესუსამდე მივიდნენ, რომლის მიხედვითაც მუსლიმანები ჩვეულებისამებრ გააგრძელებენ ლოცვას. 

მერის ამ კომენტარს იქ შეკრებლილების მხრიდან პროტესტი მოჰყვა და მათ განაცხადეს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება დოკუმენტურად უნდა გაფორმდეს.

დღის ამბები