18 იანვარი 2021,   13:26
ვრცლად
მუტაციის შემდეგ ვირუსი კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება - "ბი 117-მა", შესაძლოა, თებერვალში საქართველოში ახალი კრიზისი შექმნას

საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღის მოლოდინშია. ვითარება ქვეყანაში ყოველდღიური მაჩვენებლით გაუმჯობესებულია, თუმცა მუტაციის შემდეგ სწრაფად გავრცელებადმა "ბი 117-მა" შესაძლოა, თებერვალში ქვეყანაში ახალი კრიზისი შექმნას.

მაგალითები უკვე სახეზეა: ევროპა, განსაკუთრებით - დიდი ბრიტანეთი, სადაც ორი დღის წინ მარტო ერთ დღეში 60 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ საქართველოსთვის ვირუსის კიდევ ერთი ტალღა დამანგრეველი იქნება, ჰოსპიტლები ისევ გადაიტვირთება და სიკვდილიანობის მაჩვენებლები მეტად გაიზრდება ქვეყანაში.

პარალელურად, ქვეყანა ვაქცინის შემოტანისთვის ემზადება. ამ ეტაპზე საუბარია "ფაიზერის" ვაქცინაზე. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლოჯისტიკური ბაზა არსებობს, რომ ვაქცინის შენახვა შესაბამის პირობებში მოხდეს.

დღის ამბები