18 იანვარი 2021,   15:30
ვრცლად
თუკი ქვეყანაში "ფაიზერის" ვაქცინა შემოვა, აცრის პროცესი სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება - თამარ გაბუნია

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ თუკი ქვეყანაში "ფაიზერის" ვაქცინა შემოვა, აცრის პროცესი სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება, რადგანაც, მისივე განცხადებით, სწორედ ამ ქალაქებშია ის მაცივრები, სადაც აღნიშნული ვაქცინის შენახვა იქნება შესაძლებელი. 

"მაცივრები, სადაც ვაქცინის შენახვა იქნება შესაძლებელი, სამ დიდ ქალაქშია. თუ ჩვენ დაგვჭირდა, მაგალითად, "ფაიზერის" ვაქცინაციის დაწყება, მთავარი ადგილები, სადაც აცრა მოხდება, ეს იქნება სამი დიდი ქალაქი - თბილისი, ქუთაისი და ბათუმი. მაშინ, თუ "ასტრაზენეკაზე" გადავალთ, უკვე შეგვიძლია აცრის შესაძლებლობა უფრო ფართოდ გავშალოთ და შესაძლებელი იყოს რაიონულ დონეზეც ჩატარდეს აცრა,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

დღის ამბები