18 იანვარი 2021,   14:14
ვრცლად
მაშველები სამტრედიაში მდინარე რიონის მეორე მხარეს დარჩენილი 4 ადამიანის გამოყვანას ცდილობენ

სამტრედიის მუნიციპალიტეტში მაშველები მდინარე რიონის მეორე მხარეს დარჩენილი ოთხი ადამიანის  გამოყვანას ცდილობენ.  არსებული ინფორმაციით, სოფელ გომის მიმდებარედ, ადგილობრივებს მდინარის მეორე მხარეს საძოვრებზე პირუტყვი ყავდათ. ადიდებულმა მდინარემ გამოსასვლელი დატბორა, რის გამოც მათი გამოყვანა გართულდა.

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. მუშაობს სპეციალური ტექნიკა.

მერის ვალერიანე ფოცხვერიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე მაშველები ნავით მიდიან და მათი გამოყვანა მალე მოხდება.

დღის ამბები