18 იანვარი 2021,   14:59
ვრცლად
"ფაიზერი" და "ასტრაზენეკა" საქართველოს მოსახლეობის იმუნიზაციისთვის - ქვეყანა ვაქცინის მოლოდინშია

საქართველოს COVID-19 ის საწინააღმდეგო ვაქცინა, დიდი ალბათობით, ერთ თვეში ექნება. სავარაუდოდ, ქვეყანაში პირველი Pfizer​-ის ვაქცინა შემოვა, შემდეგი კი "ასტრაზენეკა" იქნება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იყო დღეს ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში.

იმისთვის, რომ საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს, საკანონმდებლო ბაზაში ცვლილებებია საჭირო. ვაქცინის მწარმოებლისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნით, აცრების შესაძლო უარყოფით შედეგებზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს.

საკანონმდებლო ინიციატივას დღეს ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა მხარი პირველი მოსმენით დაუჭირეს. ცვლილებებს დაჩქარებული სტატუსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანომ ის უმოკლეს ვადაში უნდა დაამტკიცოს - სავარაუდოდ, თებერვლამდე, რათა ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა არ შეფერხდეს.

დღის ამბები