18 იანვარი 2021,   14:44
ვრცლად
ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი მილიარდნახევარი - რა ქონებას გადასცემს ბიძინა ივანიშვილი ფონდს

"ბანკი ქართუ", "ქართუ ჯგუფი", "ელიტა ბურჯი", "პანორამა-თბილისი", "პარაგრაფი", "სოლოლაკი ჰილსი", "თაბორი", "ლაგუნა ვერე", არაერთი სასტუმრო და ფინანსური აქტივი საქართველოს სხვდასხვა რეგიონში - ეს იმ მილიარდნახევარი დოლარის ქონების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საქველმოქმედო ფონდს გადასცემს.

ბიძინა ივანიშვილმა ფონდ "ქართუს" ბალანსზე, ჯამში, 26 ობიექტი გადააფორმა, კომპლექსი დაბა ბაკურიანში და სასტუმრო სიღნაღში გადაცემის პროცესშია.

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ "ქართული ოცნების" უკვე ყოფილი თავმჯდომარე ქონების 90%-ის ქველმოქმედებაში დახარჯვას გეგმავს. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მან მეუღლესთან ერთად გადაწყვიტა, რომ უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი საქველმოქმედო ფონდს გადასცეს. იმ პირობით, რომ ფინანსურ რესურსს პროფილი არ შეეცვლება. ინტერვიუ გამოცემა "ენტერპრენერმა" გამოაქვეყნა.

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება დღეს ეკონომისტებმაც შეაფასეს. დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მილიარდზე მეტი ქონების ქველმოქმედებისკენ მიმართვა ცალსახად დადებითი მოვლენაა. თუმცა რა გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება ეკონომიკურ აქტივობაზე, ანალიტიკოსებისთვის მისი განკარგვის გამჭვირვალეობაზეა დამოკიდებული.

დღის ამბები