18 იანვარი 2021,   15:11
ვრცლად
ჩანაცვლდება თუ არა ბიულეტენები თითის ანაბეჭდით - 2021 წლის მუნიციპალური არჩევნები, სავარაუდოდ, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება

2021 წლის მუნიციპალური არჩევნები ქვეყანაში, სავარაუდოდ, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. საკითხზე მუშაობა დაწყებულია. ვიდრე ტექნოლოგიების დანერგვაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია იზრუნებს, პარლამენტმა საკანონმდებლო ბაზა უნდა მოამზადოს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოქალაქეებს შესაძლოა არჩევანის გაკეთების დროს ბიულეტენები აღარ დასჭირდეთ. წინასწარ გაივლიან ელექტრონულ რეგისტრაციას, საარჩევნო უბანზე მისულები კი თითის ანაბეჭდით ხმის მისაცემი აპარატის გამოყენებით შეძლებენ კენჭისყრაში მონაწილეობას – ასეთია თამაშის ახალი წესები, რომელთაც მმართველი პარტია ამომრჩეველს სთავაზობს. "ქართული ოცნების" ლიდერები მიიჩნევენ, რომ ამგვარი მიდგომა გამორიცხავს მანიპულაციას და მოხსნის იმ პრობლემებს, რომლებიც არჩევნებთან დაკავშირებით იქმნება.

მმართველი გუნდის გეგმები მათივე პოლიტიკური ოპონენტებისთვის საერთო სურათს ვერ ცვლის. ოპოზიციონერი ლიდერები მიიჩნევენ, რომ ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა საჭიროა და ელექტრონული არჩვენების ჩატარების იდეასაც ემხრობიან, თუმცა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის გარეშე ცვლილებების აზრს ვერ ხედავენ.

ალეკო ელისაშვილისთვის საარჩევნო რეფორმა მისაღებია რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის გარეშეც. "მოქალაქეების" ლიდერის ინფორმაციით, ელექტრონული კენჭისყრა ის ერთ–ერთი საკითხია, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში განიხილება.

დღის ამბები