18 იანვარი 2021,   14:16
ვრცლად
ავსტრიაში ქურდობის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს

ავსტრიაში ქურდობის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 34 და 42 წლის პირები ქალაქ ლინცში აიყვანეს. მათ ბრალად ერთ-ერთ სუპერმარკეტში სათვალეების, კოსმეტიკისა და სხვა პროდუქტების მოპარვა ედებათ.

სამართალდამცველებმა ქურდობის შესახებ მოსახლეობის შეტყობინების საფუძველზე გაიგეს. გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულებმა გაქურდეს ჭურჭლის მაღაზიაც, ასევე იპარავდნენ ძვირადღირებულ კოსმეტიკას სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან. ერთ-ერთი პირს დამატებით ბრალად ედება ქონების დაზიანება და ყაჩაღობა.

ორივე მათგანი ბრალს აღიარებს. ქურდობის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა რამდენიმე ათას ევროს შეადგენს.

დღის ამბები