18 იანვარი 2021,   15:05
ვრცლად
ჩხოროწყუში მამის მკვლელობის გამო დაკავებულ მამაკაცს დღეს ბრალი ოფიციალურად წაუყენებენ

მამის მკვლელობის გამო დაკავებულ მამაკაცს დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წაუყენონ. მკვლელობა ჩხოროწყუში ორი დღის წინ მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, 35 წლის კობა წურწუმიამ მამას გულ-მკერდის არეში დანით ერთი ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი თავის მოკვლა სცადა. ის ამ დრომდე კლინიკაში სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

რა გახდა მამა-შვილს შორის კონფლიქტის მიზეზი, უცნობია. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.


დღის ამბები