18 იანვარი 2021,   15:37
ვრცლად
მკვლელობა იმერეთში - დაკავებულ ვაჟა კოჩაძეს ბრალს, რამდენიმე საათში, ოფიციალურად წარუდგენენ

მკვლელობა იმერეთში -31 წლის მამაკაცმა მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა. მიზეზად შურისძიება სახელდება, თუმცა ამ ვერსიას არ ეთანხმებიან არც ეჭვმიტანილის და არც მოკლულის ახლობლები.

თვითმხილველები იხსენებენ მომხდარს და ამბობენ, რომ ჩხუბი არ ყოფილა, მეზობელთან სტუმრად მისულ მამაკაცს ქუჩაში თანასოფლელი უკვე შეიარაღებული დახვდა და ერთი ტყვია ესროლა.

ისინი ჰყვებიან იმასაც, რომ მათ შორის მანამდე შელაპარაკება მოხდა. 

გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. დაკავებულ ვაჟა კოჩაძეს ბრალს რამდენიმე საათში ოფიციალურად წარუდგენენ.

დღის ამბები