23 იანვარი 2021,   11:14
ვრცლად
განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი მათი მხრიდან არ განიხილება. თალაკვაძის თქმით, უმრავლესობა არც სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების გაჩერებას არ აპირებს.

არჩილ თალაკვაძე ფასილიტატორ ელჩებს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგს განაგრძობს და შეთანხმება შესაძლებელია.

"განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების გაჩერებას არ ვაპირებთ. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. სხვა საკითხებზე, კონსტიტუციის ფარგლებში, გვაქვს დიალოგი ოპოზიციასთან და შეთანხმება შესაძლებელია, თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას და ოპოზიციისგანაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, დესტრუქციული ელემენტებისგან თავისუფალ გარემოში. გვსურს, ელჩებს კიდევ ერთხელ, გადავუხადოთ მადლობა დიალოგის მხარდაჭერისთვის," - წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები