23 იანვარი 2021,   12:19
ვრცლად
"ვიცი, რომ "ოცნების" გუნდში კულუარული საუბრებია, არჩევნების შემდეგ კულტურის სამინისტრო ისევ ცალკე გამოიყოს - ზაზა შენგელია

ბრავო რეკორდსის” პრეზიდენტი, ზაზა შენგელიას ინფორმაციით, არ არის გამორიცხული კულტურის სამინისტრო კვლავ დამოუკიდებელ სტატუსად გამოიყოს. მისი თქმით, მისი სხვა სამინისტროსთან გაერთიანება თავიდანვე შეცდომა იყო.

"ის, რომ კულტურის სამინისტრო ორი წლის წინ შეუერთდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, უკვე იმას ნიშნავს, რომ სადღაც დეპარტამენტის დონეზეა  და ამის შედეგია. სტრატეგიას და პოლიტიკას უნდა აყალიბებდეს კულტურის სამინისტრო და მე ვიცი, რომ ოცნების პოლიტიკურ გუნდში არის კულუარული საუბარი იმაზე რომ არჩევნების მერე ისევ გამოიყოს ცალკე სტატუსად. ის იყო შეცდომა ორი წლის და ამაზე დღეს  ძალიან ბევრი ღიად ლაპარაკობს.“ - განაცხადა ზაზა შენგელიამ.

"ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტი იმ თანხებზე საუბრობს, რომელიც ბიუჯეტში სპეციალურად კონცერტებისა და ფესტივალებისთვის იყო გამოყოფილი. ზაზა შენგელია ამბობს, რომ კარგი იქნება, თუკი ამ თანხით სფეროს წარმომადგენლებს დახმარება გაეწევათ, რომლებიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კრიზისულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. 

"პირველ რიგში უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი ბიუჯეტური თანხები მიდიოდა ფესტვალებზე, კონცერტებზე, კონკურსებზე და ა.შ. რომელიც აღარ ტარდება. ღონისძიებებზე, რომლებიც გამოთავისუფლდა. რა თქმა უნდა, მე მესმის და ყველას გვესმის, რომ აქედან თანხების ნაწილი გადასროლილია კოვიდ პანდემიის მიმართულებით, მაგრამ რაღაც თანხა ხომ დარჩა? აი ეს თანხა შეიძლება რომ ძალიან გამჭვირვალედ, პრიორიტეტების გამოკვეთით და ა.შ. მოხდეს ამის გრანტებით განაწილება სამართლიანი კონკურსის პირობებში ა ა.შ. იგივე შეიძლება საუბარი გადასახადებისგან გათავისუფლებაზე რაღაც პერიოდით მაინც," - ამბობს ზაზა შენგელია. 

დღის ამბები