23 იანვარი 2021,   13:05
ვრცლად
საკუთარი შვილის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება და ფიზიკური ძალადობა - რას უყვება "კურიერს" ერთ-ერთი დაზარალებული არასრულწლოვნის დედა

მამაკაცი, რომელზეც "კურიერთან" ინტერვიუში ერთ-ერთი დაზარალებულის დედა საუბრობს, 40 წლისაა. ქალი ამბობს, რომ ბრალდებული რამდენიმე თვის განმავლობაში საკუთარ შვილზე ძალადობდა. აქვს ეჭვი, რომ მას შანტაჟის გზით აიძულებდა სახლში მეგობარი თანატოლები აეყვანა, რომელთა მიმართაც ადგილი გარყვნილ ქმედებას ჰქონდა. საუბარია ხუთ, 13-დან 15 წლამდე არასრულწლოვანზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ აქვთ არაერთი ვიდეო თუ აუდიომტკიცებულება, რომელიც წარდგენილ ბრალს გაამყარებს.

"კურიერის" ინფორმაციით, ჩანაწერებში, რომელიც თემის სიმძიმიდან გამომდინარე არ საჯაროვდება, ისმის მამაკაცის დიალოგი ბავშვებთან და ჩანს, როგორ ცდილობს მათზე ძალადობას. ძალოვან უწყებაში ამბობენ, რომ დაზარალებულ არასრულწლოვნებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ.

40 წლამდე მამაკაცს ბრალი უკვე წარედგინა. მის წინააღმდეგ გამოძიება 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 16 წელს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 5-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები