17 იანვარი 2021,   07:31
ვრცლად
ივერ მელაშვილის მეუღლე იმედოვნებს, რომ სასამართლო დაკავებულებს გაათავისუფლებს

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებული ივერ მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე იმედოვნებს, რომ დღეს სასამართლო დაკავებულებს გაათავისუფლებს.

დაკავებულებს თავდებში 200-მდე ადამიანი ჩაუდგა, რომელთა შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიც არიან. 

"მაგის იმედი გვაქვს, რომ ალბათ გამოუშვებენ. ამდენი ადამიანი უდგება თავდებში და, ისედაც, სად გამქცევები არიან და რატომ უნდა გაიქცნენ, მართალი ხალხი არიან,"-განაცხადა თამარ სულაძემ. 

შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, არის დაკავებული.

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.

 

 

დღის ამბები