23 იანვარი 2021,   11:59
ვრცლად
ჩვეულებრივი კონსულტაციები იყო, რომ პროცესები უფრო დაჩქარდეს... - კობა ნაყოფია ჰარცელთან და დეგნანთან შეხვედრაზე

უკვე 2 საათზე მეტია დახურული შეხვედრა მიმდინარეობს ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში. დიპლომატებთან იდივიდუალურ კონსულტაციას "ნაციონალური მოძრაობა" გადის. ამ შეხვედრას ესწრება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანიც. 

მედიასთან პარტიის წევრმა კობა ნაყოფიამ მცირე კომენატარი გააკეთა და აღნიშნა, რომ შეხვედრა კონსულტაციებს შეეხებოდა. 

"ჩვეულებრივად კონსულტაციები გრძელდება, მეტი არაფერი. მესამე რაუნდთან დაკავშირებით ჯერ არ ვიცით... ჩვეულებრივი კონსულტაციები იყო, რომ პროცესები უფრო დაჩქარდეს... არ მაქვს უფლება ვილაპარაკო. მესამე რაუნდი არ ვიცი, იქნება თუ არა ჯერ," - განაცხადა კობა ნაყოფიამ. 

შეხვედრასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია პარტიის ერთ-ერთ ლიდერს გრიგოლ ვაშაძეს.

"არაფერი არ არის, გვთხოვეს მოსვლა და ჩვენი მოსაზრებები და ჩვენი მოსაზრებები რა უნდა გავაკეთო," - განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები