23 იანვარი 2021,   11:56
ვრცლად
6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 038 პირი - ბერდია სიჭინავა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 20 305 აქტიური შემთხვევაა.

მისივე თქმით, მათგან 6383 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო მათ შორის მძიმე პაციენტია 1038 პირი.

"დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3216 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში "კოვიდ-19-ის" პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  135 584-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3937 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 113 986-მდე.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1267 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3216 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1622 შემთხვევა, აჭარა-313, იმერეთი-517, ქვემო ქართლი-187, შიდა ქართლი-82, გურია-19, სამეგრელო-ზემო სვანეთი-160, კახეთი-161, მცხეთა-მთიანეთი-77, სამცხე-ჯავახეთი-74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-4.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 305. მათ შორის, 6383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2798, აჭარაში-991, იმერეთში-1 240. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 038 პირი, მათ შორის, თბილისში-488, აჭარაში -165, იმერეთში-217. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში-221, აჭარაში-122, იმერეთში-39.  3857 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, მათ შორის 1282- თბილისში,  2023-აჭარაში, 270-იმერეთში. 10 065 პირი ვირუსს მკურნალობს  საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2104 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-455, აჭარაში-1042, ხოლო იმერეთში-35.

სულ  6 ოქტომბრიდან  29 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-19 150 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 52 822 ადამიანი, მათ შორის თბილისში-18 901 პირი, აჭარაში-12 485, იმერეთში-4986,"- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

დღის ამბები