23 იანვარი 2021,   12:47
ვრცლად
ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებული მამაკაცის ძებნა გრძელდება - არსებული ინფორმაციით, 76 წლის მამაკაცს მეხსიერების პრობლემა აქვს

ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან გაუჩინარებული მამაკაცის ძებნა გრძელდება. ძიების პროცესში სამედიცინო დაწესებულების უსაფრთხოების სამსახური და სამართალდამცავები ჩაერთვნენ.

საავადმყოფოს იურისტი არმაზ ხელიძე ამბობს, რომ მამაკაცს ქირურგიული მანიპულაცია დასჭირდა, თავს კარგად გრძნობდა და კონტაქტური იყო. პაციენტი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა.

ამ დროისთვის მამაკაცის მოსაძებნად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მას მეხსიერების პრობლემა აქვს.

ცნობისთვის, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან პაციენტი გაუჩინარდა. 76 წლის მამაკაცმა საავადმყოფო 27 ნოემბერს ღამით უკანა კარიდან დატოვა. 

დღის ამბები