18 იანვარი 2021,   14:54
ვრცლად
არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ 43 წლის მამაკაცი ბრალს არ აღიარებს

ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი მასალის შეძენა-შენახვა-სარგებლობის კიდევ ერთი საქმე. პოლიციამ 43 წლის მამაკაცი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, პირმა, რომელიც ზუგდიდის ბაზარში ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა, არასრულწლოვანთა მონაწილეობით პორნოგრაფიული მასალა შეიძინა.

ამოღებულია ვიდეო და ფოტომასალა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. 

43 წლის მამაკაცი ორთვიან წინასწარ პატიმრობაშია, წინა სასამართლოს სხდომა 24 დეკემბერს ჩატარდება.

დღის ამბები