18 იანვარი 2021,   14:38
ვრცლად
ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებულ 77 წლის პაციენტს ეძებენ

ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებულ პაციენტს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, 77 წლის ანზორ ლემონჯარია ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან სამი დღის წინ გაიპარა და ამ დრომდე ვერ პოულობენ. სავარაუდოდ, მამაკაცი კლინიკის უკანა კარიდან გავიდა. მამაკაცს სიმსივნური დაავადების ფონზე მეხსიერების პრობლემა აქვს. 

ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი ბოლოს 27 ნოემბერს 23:00 საათზე ერთ-ერთ ქუჩაზე შეამჩნიეს, მას შემდეგ კი კვალი იკარგება. ოჯახმა შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.

დღის ამბები