23 იანვარი 2021,   11:59
ვრცლად
"ლეიბორისტულმა პარტიამ" ქვეყანაში კოვიდკრიზისის დაძლევის 18 პუნქტიანი გეგმა წარადგინა

"ლეიბორისტულმა პარტიამ" ქვეყანაში კოვიდკრიზისის დაძლევის 18 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა.

პარტია ხელისუფლების სტრატეგიას აკრიტიკებს და მთავრობას მიმართავს, მათი ინიციატივა გაითვალისწინოს.

"გეგმის მხარდასაჭერად ვიწყებთ საპროტესტო კამპანიას, ამ ეტაპზე პეტიციაზე ხელმოწერების სახით. ჩვენ მოვითხოვთ, 200 კილოვატი დენის და 200 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის დაფინანსებას ყველასთვის. საბანკო საპროცენტო ვალდებულებები 6 თვით იყოს შეჩერებული. გაუქმდეს დაუსაბუთებელი ღამის კომენდანტის საათი და გაიშალოს საველე ჰოსპიტლები,"- აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

დღის ამბები