23 იანვარი 2021,   12:36
ვრცლად
ჩოხატაურში, ქვის სატეხ საამქროში ახალგაზრდა მუშა დაიღუპა

წუხელ, გვიან ღამით ჩოხატაურში, ქვის სატეხ საამქროში უბედური შემთხვევა მოხდა. მუშაობის დროს, 33 წლის მამაკაცი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში შეყვანიდან მალე გარდაიცვალა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა დანადგარს წმენდდა, რა დროსაც აპარატურა ჩაირთო. მამაკაცი სოფელ გოგლესუბნის მკვიდრი იყო.

შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

"იყო მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, ძლიერი სისხლდენით, შეუთავსებელი აღმოჩნდა სიცოცხლისათვის მიღებული ტრავმა და გარდაიცვალა," - განაცხადა კლინიკა "მედალფას" დირექტორმა ანტონ ხუნდაძემ. 

დღის ამბები