23 იანვარი 2021,   11:49
ვრცლად
კეთილი ინებოს გამოძიებამ, მთავარმა პროკურატურამ და საქმე გადააკვალიფიციროს მკვლელობის მუხლზე - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები პროკურატურაში საქმის მასალებს გაეცნენ. მათი განცხადებით, ეჭვობენ, რომ გრიფით "საიდუმლოს" სტატუსის მოხსნამდე, მასალების ნაწილი ამოიღეს. დაშიფრულია ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით დაკითხული პირების შესახებ.

მათივე თქმით, გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის, ისინი ითხოვენ მუხლი გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება მკვლელობის საქმეზე დაიწყოს.

პროკურორის ინფორმაციით, პროკურატურის მხრიდან მოხდა ფარული საგამოძიებო სამუშაოების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც მოიცავდა ვიდეოჩანაწერებს და სწორედ ამიტომ იყო აღნიშნული მასალები აქამდე გასაიდუმლოებული.

"აქ არის პირდაპირი მკვლელობა, კატეგორიულად მოვითხოვ, კეთილი ინებოს გამოძიებამ, მთავარმა პროკურატურამ და საქმე გადააკვალიფიციროს მკვლელობის მუხლზე. აღარ გვაქვს ჩვენ იმის ილუზია ვიმსჯელოთ აქ. გრიფით საიდუმლო მასალაშიც პირდაპირ ჩანს, რომ ჩვენ გვაქვს საქმე მკვლელობასთან," - განაცხადა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა. 

დღის ამბები