18 იანვარი 2021,   14:28
ვრცლად
პარიზში ათასობით მოქალაქე უსაფრთხოების შესახებ ახალ კანონმდებლობას აპროტესტებს - აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

პანდემიის პირობებში, პარიზში ათასობით მოქალაქე უსაფრთხოების შესახებ ახალ კანონმდებლობას აპროტესტებს. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს და ბარიკადები აღმართეს.

პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა. კანონპროექტის მიხედვით, ინტერნეტსა და მედიაში პოლიციის მაიდენტიფიცირებელი გამოსახულების გამოქვეყნება იკრძალება.

საკანონმდებლო ინიციატივის ოპონენტები, პროექტს მედიის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ. საფრანგეთის მთავრობის განმარტებით კი, ისინი სამართალდამცველებს დევნისა და თავდასხმისგან იცავენ.

 

დღის ამბები