18 იანვარი 2021,   15:21
ვრცლად
​დრონით გადაღებული დედაქალაქის ქუჩები - როგორ გამოიყურება თბილისი შეზღუდვების ამოქმედების პირველ ღამეს

საქართველოში 21 საათია - ამ წუთიდან, დილის ხუთ საათამდე გადაადგილება იკრძალება. "კურიერი" გთავაზობთ დრონით გადაღებულ კადრებს, თუ როგორ გამოყურება დედაქალაქის ქუჩები ამ დროისთვის.

ღამით გადაადგილების შეზღუდვის დრო დღეიდან გახანგრძლივდა. დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდა, სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილი დაიხურა, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე, მუშაობა შეწყვიტეს ფიტნეს დარბაზებმა და საცურაო აუზებმა.

შეზღუდვების მეორე ტალღა მომდევნო ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე და შობის ღამე.

დღის ამბები