18 იანვარი 2021,   14:50
ვრცლად
კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, რუსი ექსპერტებიც შეუძლია მიიღოს ლუგარმა" - გიორგი ვოლსკი

რაზე იმსჯელეს კარასინი-აბაშიძის ონლაინშეხვედრაზე - საკითხი პოლიტიკურ სპექტრში აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ონლაინდიალოგის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია 2019 წლის გავრილვის ღამეზეც.

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ის, რა რეაქციაც გავრილოვის ღამეს მოსახლეობამ გამოხატა ეს იყო ნორმალური საზოგადოების რეაგირება.  გარდა ამისა, გია ვოლსკი განცხადების იმ ნაწილსაც ეხმაურება, სადაც ლუგარის ლაბორატორიაზეა საუბარი. 

"რასაკვირველია, ეს არ ყოფილა ნაციონალისტური ძალების მიერ რეაგირებული. ეს იყო ნორმალური ქართული საზოგადოების მიერ გაკეთებული რეაგირება იმაზე, რაზეც ნებისმიერ ჩვენგანი გამოხატავდა პროტესტს. ჩვენ არა ერთხელ განგვიცხადებია და კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, ისე, როგორც დადგენილი წესია, რუსი ექსპერტებიც შეუძლია მიიღოს ლუგარმა. არასწორი განცხადებებია, ბრალდებები უსაფუძვლოა და რასაკვირველია, თავის პოლიტიკურ ინტერესებისთვის სჭირდება და მნიშვნელოვანწილად ამას მუქარის ხასიათი აქვს,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

დღის ამბები