23 იანვარი 2021,   13:05
ვრცლად
თუ სატურატორის მაჩვენებელი 95-ზე დაბალია პაციენტმა აუცილებლად უნდა დარეკოს 112-ში - ბიძინა კულუმბეგოვი

როდის უნდა დარეკოს პაციენტმა 112-ში და როდის უნდა იქნას ის ჰოსპიტალიზირებული - ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი "ღამის კურიერის" ეთერში განმარტავს, რომ როდესაც სატურატორის აპარატის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ჟანგბადის მაჩვენებელს ზომავს, 95-ზე დაბალია პაციენტმა აუცილებლად უნდა დარეკოს 112-ში.

ბიძინა კულუმბეგოვმა აღნიშნა, რომ სატურატორი საკმაოდ საჭირო აპარატია და მან ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ ამ ეტაპზე კერძო სექტორი სატურატორის ქვეყანაში შემოტანაზე ფიქრობს.

"ჩვენ როდესაც ვამბობთ პაციენტი როდის უნდა მოხვდეს ჰოსპიტალში და ეს პრობლემა სერიოზულად უდგას ქვეყანას, მაგრამ ერთი ნიუანსიც არის ესეც მინდა ვთქვა, ჩვენ თუ გვექნება ტესტირებისადმი საყოველთაო ხელმისაწვდომობა და ჩვენ თუ დღეში გვეყოლება 15, 16, 17 ათასი პაციენტი, იქიდან უკვე 35% ჰოსპიტალიზაცია არ გამოვა და თუ ჩვენ ტესტს ვერ ვუკეთებთ პაციენტებს ისინიც მძიმდებიან, კრიტიკულები ხდებიან და ეს არ ნიშნავს, რომ საერთო სტატისტიკა უნდა ვიანგარიშოთ ჰოსპიტალიზირებულების პროცენტი მხოლოდ იქიდან, ვისაც ჩვენ ტესტი ჩავუტარეთ. ამიტომ ეს სერიოზული პრობლემაა, მე არ მგონია, რომ ზეჭარბია ჰოსპიტალიზაცია.

შეიძლება იყოს 5% არასაჭირო პაციენტი, მაგრამ რეალურად პაციენტი არის ყოველდღიურად 10-12 ათასი, რეალურად ვიცით 3-დან 4 ათასამდე ლაბორატორიულად დადასტურებული და მხოლოდ იქიდან ვითვლით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს ალბათ მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ.

ამ პაციენტების 85%-ს არ სჭირდება რა საკვირველია ჰოსპიტალში მოხვედრა იმიტომ, რომ ვერაფერს ვერ შესთავაზებენ უცხოს მათ კლინიკაში, რაც არ შეიძლება სახლის პირობებში მათ გააკეთონ. იმიტომ, რომ ამ ვირუსის მიმართ არანაირი მედიკამენტოზური მკურნალობა არ არსებობს.

ვინ უნდა მოხვდეს ჰოსპიტალში? ვისაც სატურაციის აპარატზე ჟანგბადის მაჩვენებელი, ნიშნული ოთახის ტემპერატურაზე ჩამოვა 95-ის ქვემოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ფილტვის დაზიანების ხარისხმა მიაღწია იმ მასშტაბს, რომ ჩემს ორგანიზმში უკვე ფილტვის მთავარი ფუნქცია ვერ ხორციელდება, ანუ ჟანგბადით ვერ მარაგდება ჩემი ორგანიზმი და ეს იმას ნიშნავს, რომ მე უნდა წავიდე კლინიკაში და აუცილებლად დამხმარე მეთოდებით ჟანგბადი მომაწოდონ. ეს არის ამის მთავარი ფუნქცია.

რა საკვირველია სასურველი იქნება ეს ყველა პაციენტს ჰქონდეს ვისაც ხელმისაწვდომობა აქვს, შეიძლება დააბრუნონ კიდეც. ეს სერიოზული საკითხია და თუ ეს გადაწყდება, კერძო სექტორი ამაზე ფიქრობს, მეც მქონდა მათთან საკონსულტაციო შეხვედრა და შეიძლება იყოს ამის შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა გამოიყენონ და მერე უკან დააბრუნონ.

თუ სატურატორი გვიჩვენებს 95-ზე დაბალ მაჩვენებელს აუცილებლად უნდა დავრეკოთ 112-ზე - ეს არის ამის ინდიკაცია. პირველი: ჩვენ გვჭირდება ჟანგბადით დახმარება იმიტომ, რომ ორგანიზმზე არის SOS სიგნალი ანთებული და ჩვენ აუცილებლად ჰოსპიტალში უნდა გადავიდეთ," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

დღის ამბები