17 იანვარი 2021,   08:04
ვრცლად
თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს გრანტის სახით ახალი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გადასცა

თავდაცვის ძალებს 12 ერთეული მრავალფუნქციური, დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი შეემატა. ტექნიკის შესყიდვა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. თავდაცვის სამინისტრომ დამატებით სპეციალური კაბინებიც მიიღო.

მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ოფიციალური გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი დაესწრნენ.

მათ მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ტექნიკა დაათვალიერეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა თურქ დიპლომატს საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

 

დღის ამბები