23 იანვარი 2021,   13:04
ვრცლად
სავაჭრო და სარესტორნო ბიზნესისთვის დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ყველა დასაქმებულ პირს 300-ლარიანი პაკეტი შევთავაზეთ - მაია ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მხარდამჭერ ღონისძიებებზე, რომლებსაც სახელმწიფო მოქალაქეების და კერძო სექტორის მიმართ ახორციელებს.

მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა სავაჭრო და სარესტორნო ბიზნესში დასაქმებული პირების კონპენსაციაზეც, რომელთაც დეკემბრისა და იანვრის თვეში დაწესებული შეზღუდვები უშუალოდ შეეხებათ:

"უშუალოდ დეკემბრისა და იანვრის შეზღუდვების გათვალისწინებით, რომელიც დაწესებულია სავაჭრო და სარესტორნო ბიზნესისთვის, ჩვენ შევთავაზეთ ყველა დასაქმებულ პირს, მათ შორის თვითდასაქმებულ პირს 300-ლარიანი პაკეტი და აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სავაჭრო ობიექტებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის, ველოდებით დასაქმებული პირების და თვითდასაქმებული პირების სიებს შესაბამისი ბიზნესიდან, იმისთვის, რომ აღნიშნული კომპენსაციების გაცემა დაიწყოს სწრაფად,"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები