23 იანვარი 2021,   12:22
ვრცლად
თბილისში "საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ფილიალი დააყაჩაღეს

დაახლოებით, 12 საათისთვის, დიღომში-რობაქიძის გამზირზე, "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით ერთმა მძარცველმა, იარაღის მუქარით, წაიღო დიდი ოდენობის თანხა. ერთმა მძარცველმა, იარაღის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა წაიღო და მიიმალა. ადგილზე, ამ დროისთვის ექსპერტ კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ. ტერიტორია კი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. 

მომხდარ ფაქტზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე გ ქვეპუნქტით, რომელიც დიდი ოდენობის ნივთის დაუფლების მიზნით ყაჩაღობას გულისხმობს.

დღის ამბები