23 იანვარი 2021,   12:30
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებების განხორციელების დროა - საქართველოს კლინიკების ასოციაცია პრემიერს ღია წერილით მიმართავს

ღია წერილი პრემიერ-მინისტრს. ავტორი საქართველოს კლინიკების ასოციაციაა. გაერთიანება მთავრობას ურჩევს ინფიცირებულთა სამკურნალოდ სამხედრო ექიმები დაიხმარონ და საველე ჰოსპიტლები მოეწყოს.

წერილში აღნიშნულია, რომ ბიოლოგიურ იარაღთან ბრძოლაში კლინიკები პაციენტებს ვერ იტევს; დეფიციტია მედპერსონალის; ასოციაცია მიიჩნევს, რომ არსებული სიტუაციის განტვირთვა შესაძლებელია იმ რამდენიმე პუნქტიანი გეგმით, რომელიც გაერთიანებამ შეიმუშავა. ღია წერილში ასევე გათვალისწინებულია ფინანსური შეღავათები იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც უკვე 9 თვეა ბრძოლის წინა ხაზზეა. რა შედეგს ელოდება ასოციაცია, თუ მათი რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული.

"ბატონო პრემიერო, კლინიკებში შექმნილი მძიმე ვითარების  უკეთ გაცნობის მიზნით, მოგიწოდებთ, მივიდეთ და ერთი დღე გავატაროთ ექიმებთან ერთად სტაციონარში, ადგილზე იხილავთ რეალურ სურათს.

სამწუხაროდ, არსებობენ ერთეული, ხელმოცარული "სირცხვილის" პოლიტიკოსები, ექიმების მიმართ არაადეკვატური გამონათქვამებით, მაგრამ შექმნილი მძიმე ვითარების გამო პოლიტიკურ მოვლენებზე "ხელის შეწმენდა" არამართებულად მიგვაჩნია, სამწუხაროდ, მეტი წილი ბრალეულობა ჩამოქცეულ ჯანდაცვის სისტემაზე და არაკომპეტენტურ მენეჯმენტზე მოდის.

ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებების განხორციელების დროა, სისტემაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კადრების შერჩევა პროფესიული ნიშნით აკადემიური წრიდან. დამერწმუნეთ, დღეს "პეპერობანას" თამაშის დრო არ არის. ყოველდღე ადამიანები იღუპებიან. ყოველდღე 30–40 ოჯახი შავებით იმოსება."

გაერთიანების მიმართვას მთავრობის წევრები გამოეხმაურნენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საველე ჰოსპიტლები საქართველოს სინამდვილეში კოვიდსასტუმროებია. 

"ჩვენს სინამდვილეში საველე ჰოსპიტლის ანალოგი არის კოვიდსასტუმრო, სადაც სამედიცინო მართვის ელემენტების შეტანა ჩვენ აჭარიდან დავიწყეთ, რადგან იქ ამის აუცილებლობა ყველაზე ადრე და მწვავედ დადგა. ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. აჭარაში პროგრამაში ჩართული არიან სასტუმროები, სადაც პაციენტების რაოდენობა დღეს არის – 400-500. მორიგეობენ გუნდები, ექიმები, ექთნები და სტუდენტებიც დაგვემატნენ. 

ჩვენს შემთხვევაში, საველე ჰოსპიტლის ლოჯისტიკა და გამართვა, მისი ფუნქციონირების პროცესში პაციენტისთვის კომფორტის შექმნა ძალიან რთულია. ამ შემთვევაში, ჩვენ სასტუმროს ინფრასტრუქტურა გამოვიყენეთ," – განაცხადა თამარ  გაბუნიამ.

ღია წერილი პრემიერ-მინისტრს. ავტორი საქართველოს კლინიკების ასოციაციაა. გაერთიანება მთავრობას ურჩევს, ინფიცირებულთა სამკურნალოდ სამხედრო ექიმები დაიხმარონ და საველე ჰოსპიტლები მოეწყოს.

წერილში აღნიშნულია, რომ ბიოლოგიურ იარაღთან ბრძოლაში კლინიკები პაციენტებს ვერ იტევს; დეფიციტია მედპერსონალის; ასოციაცია მიიჩნევს, რომ არსებული სიტუაციის განტვირთვა შესაძლებელია იმ რამდენიმე პუნქტიანი გეგმით, რომელიც გაერთიანებამ შეიმუშავა. ღია წერილში ასევე გათვალისწინებულია ფინანსური შეღავათები იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც უკვე 9 თვეა ბრძოლის წინა ხაზზეა. რა შედეგს ელოდება ასოციაცია, თუ მათი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება.

"ბატონო პრემიერო, კლინიკებში შექმნილი მძიმე ვითარების, უკეთ გაცნობის მიზნით, მოგიწოდებთ, მივიდეთ და ერთი დღე გავატაროთ ექიმებთან ერთად სტაციონარში, ადგილზე იხილავთ რეალურ სურათს.

სამწუხაროდ არსებობენ ერთეული, ხელმოცარული "სირცხვილის" პოლიტიკოსები, ექიმების მიმართ არაადეკვატური გამონათქვამებით, მაგრამ შექმნილი მძიმე ვითარების გამო პოლიტიკურ მოვლენებზე "ხელის შეწმენდა" არამართებულად მიგვაჩნია, სამწუხაროდ, მეტი წილი ბრალეულობა ჩამოქცეულ ჯანდაცვის სისტემაზე და არაკომპეტენტურ მენეჯმენტზე მოდის.

ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებების განხორციელების დროა, სისტემაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კადრების შერჩევა პროფესიული ნიშნით აკადემიური წრიდან. დამერწმუნეთ, დღეს "პეპერობანას" თამაშის დრო არ არის. ყოველდღე ადამიანები იღუპებიან. ყოველდღე 30–40 ოჯახი შავებით იმოსება,: - წერია საქართველოს კლინიკების ასოციაციიის ღია წერილში.

გაერთიანების მიმართვას მთავრობის წევრები გამოეხმაურნენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საველე ჰოსპიტლები საქართველოს სინამდვილეში კოვიდსასტუმროებია

"ჩვენს სინამდვილეში საველე ჰოსპიტალის ანალოგი არის კოვიდსასტუმრო, სადაც სამედიცინო მართვის ელემენტების შეტანა ჩვენ აჭარიდან დავიწყეთ, რადგან იქ ამის აუცილებლობა ყველაზე ადრე და მწვავედ დადგა. ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. აჭარაში პროგრამაში ჩართული არიან სასტუმროები, სადაც პაციენტების რაოდენობა დღეს არის – 400-500. მორიგეობენ გუნდები, ექიმები, ექთნები და სტუდენტებიც დაგვემატნენ. 

ჩვენს შემთხვევაში, საველე ჰოსპიტლის ლოჯისტიკა და გამართვა, მისი ფუნქცინიორების პროცესში პაციენტისთვის კომფორტის შექმნა ძალიან რთულია. ამ შემთვევაში, ჩვენ სასტუმროს ინფრასტრუქტურა გამოვიყენეთ," – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლების თემა არ განიხილება.

"ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლების ორგანიზების საკითხი არ განიხილება, ისევე როგორც არ განიხილება სამხედროების ჩართვა ამ პროცესში. ყველა ის შეზღუდვა, რომელიც არის ამ ეტაპზე შემოღებული, მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ჩვენ დავასტაბილუროთ ეპიდვითარება, შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება", – განაცხადა ცქიტიშვილმა.

დღის ამბები