23 იანვარი 2021,   12:28
ვრცლად
გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა - რთული მდგომარეობაა იტალიაშიც

გერმანიაში კოვიდ-19-ის შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა. ქვეყანამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო კოვიდშეზღუდვები გაამკაცრა.

რთულია მდგომარეობა იტალიაშიც, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ ერთ დღეში 822-ს მიაღწია. საბერძნეთსა და ლიეტუვაში კარანტინის რეჟიმი დეკემბრის დასაწყისამდე გაახანგრძლივეს.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო შეზღუდვებს აწესებს ხორვატია. ქვეყანაში კაფე-ბარები და რესტორნები დაიხურება. ასევე აიკრძალება ქორწილების გამართვა.

ინფიცირების შემთხვევები მცირდება საფრანგეთში, სადაც საყოველთაო კარანტინი ოთხი კვირის წინ გამოცხადდა.

დღის ამბები