18 იანვარი 2021,   15:27
ვრცლად
ინფიცირებულთა მაჩვენებელი კვლავ საგანგაშოა - საქართველო COVID-19-ის 120 ათასი დადასტურებული შემთხვევით მსოფლიოში 57-ე ადგილზეა

კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი იზრდება. შეზღუდვების შედეგი მომავალი 2 კვირის განმავლობაში უნდა გამოჩნდეს, მანამდე კი ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ საგანგაშოა.

ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით საქართველოში კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო COVID-19 დაუდგინდა კიდევ 3 801 ადამიანს.

26 ნოემბრისთვის საქართველოში ინფიცირების 118 690 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც მსოფლიოში 57-ე ადგილია.

სულ გამოჯანმრთელებულია 98 781 ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ წუთისთვის COVID-19-ის აქტიური ფაზა აქვს თითქმის 19 ათას ადამიანს.

მარტო ერთ კლინიკაში თითქმის ყველა ექიმი და თანამშრომელი ინფიცირებულია.

დღის ამბები