22 იანვარი 2021,   13:24
ვრცლად
COVID-19-ით გარდაცვლილი პაციენტებიდან 4 გარდაცვალების შემთხვევა ბათუმში დაფიქსირდა

დღეს კორონავირუსს 39 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

გარდაცვლილ პაციენტებთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდა დღეს ბათუმში. იქ გარდაცვლილი პაციენტების ასაკი 61-დან 74 წლამდე იყო.

პაციენტებს, რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალნენ, კლინიკის დირექტორის გია კიკაბიძის განცხადებით, სხვადასხვა ქრონიკული, თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ, რის შედეგადაც ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.

"გასული 24 საათის განმავლობაში სამწუხაროდ 4 გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა აჭარაში. აქედან 2 ბათუმის სამედიცინო ცენტრში, 1 რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო 1 რესპუბლიკურ საავადმყოფოში," - განაცხადა გია კიკაბიძემ.

დღის ამბები