18 იანვარი 2021,   15:40
ვრცლად
60 წლის ასაკში დიეგო მარადონა გარდაიცვალა

60 წლის ასაკში ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შტევა გახდა.

ინფორმაციას BBC არგენტინულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოქტომბრის ბოლოს ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც თავის ტვინზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ მკურნალობის კურსს გადიოდა. 

დიეგო მარადონა საავადმყოფოდან 12 ნოემბერს გაწერეს და დღეს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. 

 

 

 

 

დღის ამბები