18 იანვარი 2021,   15:42
ვრცლად
სოფელ ჯიხაშკარის მეორე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას მუშა დაშავდა

ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარის მეორე საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაშავდა.

სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ის შენობის პირველ სართულზე იმყოფებოდა, როდესაც მესამე სართულიდან გადმოყრილი ნაშალი მასალა თავის არეში მოხვდა. შემთხვევის დროს მას ჩაფხუტი ეხურა.

დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, ის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია და შესაბამისი კვლევები უტარდება.

დღის ამბები