18 იანვარი 2021,   15:18
ვრცლად
გივი მიქანაძის თქმით, "ქართული ოცნება" მზად არის, ყველა მხარის წინადადება კიდევ ერთხელ განიხილონ

ოპოზიცია პარლამენტში შესვლას ახალი არჩევნების გარეშე გამორიცხავს. პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების რჩევები გასაგებია, თუმცა გადაწყვეტილებას არ შეცვლიან. მათ შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდზე ოპოზიცია მხოლოდ ახალი არჩევნების შესახებ აპირებს საუბარს. მმართველი გუნდი ისევ გამორიცხავს ხელახალი არჩევნების ჩატარებას:

"ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად გარდა იმ კონკრეტული მოცემულობისა, რასაც ჰქვია, რომ პატივცემული უნდა იქნეს ყველა მხარის მიერ ნებისმიერი იმ მოქალაქის არჩევანი, მიუხედავად იმისა, რომელი პარტიის მიმართ დაფიქსირდა, გამოხატული იქნა 31 ოქტომბერს და საბოლოო მონაცემებიც გამოქვეყნდა, ჩვენი მზაობა არის, რომ მოლაპარაკებების ფორმატში კიდევ ერთხელ განხილული იყოს ყველა მხარის მიერ წარმოდგენილი წინადადება," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი გივი მიქანაძე.

დღის ამბები