18 იანვარი 2021,   15:42
ვრცლად
არ შეიძლება ულტიმატუმით საუბრობდეს ერთი მხარე და მეორე მხარეს იყოს გარკვეული მსხვილი კომპრომისი - მიხეილ სარჯველაძე მოლაპარაკებების შესახებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ მხარეები მეტად კონსტრუქციულები უნდა იყვნენ და არ შეიძლება ერთი მხარე მხოლოდ ულტიმატუმით საუბრობდეს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

"არ ვიცი რატომ გაჩნდა ასეთი მოლოდინი, რომ რომელიმე მხარეს აქვს ვალდებულება წარადგინოს რაიმე წინადადება მოლაპარაკების დროს. არ შეიძლება ულტიმატუმით საუბრობდეს ერთი მხარე და მეორე მხარეს იყოს გარკვეული მსხვილი კომპრომისი, რომელიც დაუშვებელ კომპრომისად ითვლება.

მხარეების განწყობა უნდა იყოს გაცილებით უფრო კონსტრუქციული. უნდა ვიფიქროთ, რაში შეიძლება ვიპოვოთ საერთო ხედვის რაკურსი.

პრობლემა არ არის მხოლოდ ხელისუფლების და დედამიწის ზურგზე არავისი სხვისი, ეს არის ქვეყნის საზრუნავი და მათ შორის ოპოზიციისაც. უნდა გადაიდგას ნაბიჯები და განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია,"-აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები