27 ნოემბერი 2020,   01:26
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური თბილისში - საარჩევნო უბნებზე პოლიტიკოსებიდან, მხოლოდ "ქართული ოცნების" ლიდერები მივიდნენ

საქართველოს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, დღეს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. საარჩევნო უბნების გახსნიდან ერთ საათში, პრემიერ მინისტრი მთაწმინდის ნომერ მეხუთე საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა. საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, გიორგი გახარიამ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა. 

ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დასაძლევად, მრავალპარტიული პარლამენტის გამართულ მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას მალე დაიწყებს და 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება ერთპარტიულ ფორმატში არ მოხდება.

პოლიტიკური არჩევანი ოჯახთან ერთად გააკეთა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ. ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება.

არჩევნების მეორე ტურში, ოპონენტების გარეშე დარჩენილი "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ოპოზიციის ბოიკოტს ხელოვნური კრიზისის შექმნის მცდელობას უწოდებენ. 

დღის ამბები