27 ნოემბერი 2020,   01:45
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა დასრულებულია

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა.

20 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით 17-ვე მაჟორიტარული ოლქი დაიხურა. 

ცესკოს მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებს ძირითადად "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი  და ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატები დაუპირისპირდნენ, თუმცა ოპოზიციამ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა და ამომრჩეველს მოუწოდეს არ მისულიყვნენ საარჩევნო უბნებზე.

მეორე ტურში გასული კანდიდატების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

№1 - მთაწმინდა, კრწანისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქი - №2 - შალვა შავგულიძე და №41 - ბექა ოდიშარია ხვდებიან.

№2 - ვაკე - №2 - ელენე ხოშტარია, №41 - ნოდარ ტურძელაძე.

№3 - საბურთალო - №24 - ალექსანდრე ელისაშვილი, №41 - დავით სერგეენკო

№4 - ისანი - №5 - ხატია დეკანოიძე, №41 - კახა კახიშვილი

№5 - სამგორი- №5 - ლევან ხაბეიშვილი, №41 - სოზარ სუბარი

№6 - დიდუბე, ჩუღურეთი -№36 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, №41 - გიორგი ვოლსკი

№7 - ნაძალადევი -№10 - შალვა ნათელაშვილი, №41 - მიხეილ ყაველაშვილი

№8 - გლდანი - №5 - ნიკანორი მელია, №41 - ლევან კობიაშვილი

№10 - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი - №5 - გიორგი ბოტკოველი, №41 - ირაკლი ქადაგიშვილი

№11 - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი - №5 - ცეზარი ჩოჩელი, №41 - შალვა კერესელიძე

№12 - რუსთავი, გარდაბანი -№5 - დავით კირკიტაძე, №41 - ნინო ლაცაბიძე

№16 - ხაშური, ქარელი -№5 - ნატო ჩხეიძე, №41 - ზაალ დუგლაძე

№21 - ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი -№5 - კახა გეწაძე, №41 - ბეჟან წაქაძე

№23 - ქუთაისი -№5 - გრიგოლ ვაშაძე, №41 - ზაზა ლომინაძე

№27 - ზუგდიდი - №5 - მალხაზ ჯალაღონია, №41 - ირაკლი ჩიქოვანი

№28 - ბათუმი -№5 - ლევან ვარშალომიძე, №41 - რესან კონცელიძე

№30 - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო - №5 - მიშა ბოლქვაძე,№41 - ანზორ ბოლქვაძე

მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტურთან ერთად, ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც გაიმართა, სადაც №59-ე ოლქში ერთმანეთს №5 - გრიგოლ შუშანია და №41 - იოსებ ხახალეიშვილი დაუპირისპირდნენ.

გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

მეორე ტურისთვსი გაიხსნა 1914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი, ასევე სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბანი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 2 140 210-ია.

დღის ამბები