27 ნოემბერი 2020,   01:52
ვრცლად
ოპოზიციის კანდიდატები ფარულად აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის განცხადებით,  მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურს  ბოიკოტს უცხადებს, ფარულად მაინც ახდენს ამომრჩევლების ორგანიზებას. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და "ქართული ოცნების" ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა წინა საპარლამენტო არჩევნების მსგავსად ამჯერადაც უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე, მათი გვარები რჩება ბიულეტენებზე, გარდა ამისა ისინი ფარულად აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე. შესაბამისად ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ, რათა ჩვენმა კანდიდატებმა დამაჯერებლად მოიგონ არჩევნების მეორე ტური," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები