27 ნოემბერი 2020,   01:43
ვრცლად
რა მოლოდინი აქვს ეკონომიკის მინისტრს ლარის კურსთან დაკავშირებით - ნათია თურნავამ "დღის კურიერში" ისაუბრა

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ეროვნული ვალუტის შესახებ საუბრობს. მინისტრი ამბობს, რომ მსოფლიოში შექმნილი ვითარება ლარის კურსის რყევებს განაპირობებს. მისი თქმით, წელს ქვეყანას საგრძნობლად შეუმცირდა დიდი სავალუტო შემოსავლის წყარო, რომელიც ტურიზმს უკავშირდება. ნათია თურნავა ამბობს, რომ ტურიზმი ქვეყანაში 3.3 მილიარდი დოლარის შემომტანი იყო. 

"რა თქმა უნდა, ძალიან კარგად მესმის, რომ ლარის კურსი და მასთან დაკავშირებული რყევები წარმოადგენს პრობლემას, იმიტომ რომ, ჯერჯერობით, იმპორტი საგრძნობ როლს თამაშობს საქართველოში და აქედან გამომდინარე, ბევრი რამ არის დამოკიდებული ლარის კურსზე. ჩვენ ეს კარგად გვესმის, ჩვენ დავდექით ძალიან სამწუხარო რეალობის წინაშე პანდემიიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკულად, ჩვენ წელს ამოგვივარდა ძალიან დიდი სავალუტო შემოსავლის წყარო ქვეყანაში, როგორიც არის ტურიზმი, რომელიც 3.3 მილიარდი დოლარის შემომტანი იყო ქვეყანაში და წარმოიდგინეთ, ეს წელს შეუძლებელია და გაისადაც ვერ აღდგება სრულფასოვნად.

რა თქმა უნდა, მოგვიწია ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობა იმაზე, რომ მეტნაკლებად, ნეიტრალიზაცია გაგვეკეთებინა ამ ნეგატიური ფაქტორის.

ძალიან მნიშვნელოვანია მოლოდინების ფაქტორი. ასევე, მე დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური პროცესების ქვეყნის შიგნით და დასტაბილურების კვალობაზე, მოლოდინებიც დასტაბილურდება და ჩვენ დავინახეთ ამ დღეებში, რომ ნეგატიური მოლოდინები აისახება ლარის კურსზე და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დასტაბილურდება.

ასევე, ჩვენ გვაქვს მობილიზებულ საგარეო დახმარება საკმარისი ოდენობით, იმისთვის, რომ გარკვეული პროგრამების დაფინანსების პრობლემა არ იყოს.

ეროვნული ბანკი, პერიოდულად, ახორციელებს ინტერვენციებს იმ ოდენობით, რომ არ მოხდეს განსაკუთრებული რყევები, რაც აზარალებს ბიზნესს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ

დღის ამბები